суббота, 4 октября 2014 г.

პროექტის პორტფოლიო


 დღეს დამთავრდა საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო ტრენინგი. ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა, შინაარსის, მიზნებისა და შედეგების გააზრება. პროექტის პრეზენტაციები განვიხილეთ და ბლოგზე ავტვირთეთ. 

пятница, 3 октября 2014 г.

პროექტით სწავლება აუცილებელია სასწავლო პროცესში რადგან ყველა ის მოდული რომელიც გავიარეთ ამ კურსის შესწავლისას გამიზნულია მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად. განსაკუთრებით მომწონს უკუკავშირის ფორმები რაც თავის მხრივ მოსწავლის თვითშეფასებებშიც შეიძლება გამოვლინდეს.



საკმაოდ ბევრ რამეში გავერკვიე, ჩემი პროექტის მიზნები გავწერე ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით. ცხადია მანამდე ჩამოვყალიბდი პროექტის შინაარსში. პროექტი მოსწავლეს ცხოვრებისეულ რეალობასთან აკავშირებს და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. გავითვალისწინე თუ 21-ე საუკუნის რომელ უნარებზე გადის ჩემი პროექტი. ვიმსჯელეთ ჯგუფებში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენისას და ერთმანეთს რჩევებიც მივეცით. შევადგინე შეფასების დროში გაწერილი გეგმა. ძალიან მომეწონა როცა შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს და ინსტრუმენტებს გავეცანი. ტრენერმა საინტერესო კრეატიული შეფასებები გაგვაცნო. 
განხილულმა ნიმუშებმა უფრო მეტი წარმოდგენა შემიქმნა მოსწავლის ნაშრომებზე რომლებსაც პროექტის განხორციელებისას გავითვალისწინებ. საავტორო უფლებებსაც გავეცანი და რაც ყოველთვის  მაინტერესებდა ფასილიტაციაზე მეტი წარმოდგენა შემექმნა. ვფიქრობ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დიფერენცირებისას.