განხილულმა ნიმუშებმა უფრო მეტი წარმოდგენა შემიქმნა მოსწავლის ნაშრომებზე რომლებსაც პროექტის განხორციელებისას გავითვალისწინებ. საავტორო უფლებებსაც გავეცანი და რაც ყოველთვის მაინტერესებდა ფასილიტაციაზე მეტი წარმოდგენა შემექმნა. ვფიქრობ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დიფერენცირებისას.
пятница, 3 октября 2014 г.
საკმაოდ ბევრ რამეში გავერკვიე, ჩემი პროექტის მიზნები გავწერე ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით. ცხადია მანამდე ჩამოვყალიბდი პროექტის შინაარსში. პროექტი მოსწავლეს ცხოვრებისეულ რეალობასთან აკავშირებს და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. გავითვალისწინე თუ 21-ე საუკუნის რომელ უნარებზე გადის ჩემი პროექტი. ვიმსჯელეთ ჯგუფებში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენისას და ერთმანეთს რჩევებიც მივეცით. შევადგინე შეფასების დროში გაწერილი გეგმა. ძალიან მომეწონა როცა შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს და ინსტრუმენტებს გავეცანი. ტრენერმა საინტერესო კრეატიული შეფასებები გაგვაცნო.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий